გია მურღულია: ბორდის გადაწყვეტილება არც სოციალურ სოლიდარობას და არც კორპორაციულ სოლიდარობას არ უკავშირდება

გადაწყვეტილებებს უნდა ჰქონდეს შესატყვისობა პრინციპებთან, რაც ბორდის გადაწყვეტილებაში ვერ დავინახე, – ასე ეხმაურება “აიპრესთან” საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის გადაწყვეტილებას მისი წევრი გია მურღულია.

“კი, ვადასტურებ, რომ იზრდება ანაზღაურება და იმასაც, რომ მე ვიყავი მისი წინააღმდეგი. სხვადასხვანაირად იზრდება – თავმჯდომარის, მოადგილისა და მეურვეებისათვის. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენია სხვაობა. თვეში რამდენიმე ასეულს შეადგენს.

როგორც იცით სამეურვეო საბჭოში სულ 9 წევრია. დღევანდელ სხდომას ორი არ ესწრებოდა და სულ შვიდნი ვიყავით. ხუთმა დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას და ორი – მე და ბატონი მიხეილ ჩიკვილაძე ვიყავით წინააღმდეგები. სხდომა დღეს დაიწყო 12 საათზე და დაახლოებით 16:30 საათზე დამთავრდა”, – თქვა გია მურღულიამ.

კითხვაზე, მან რა მოტივაციით მისცა გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმა, გია მურღულია ასე პასუხობს:

“პირველ რიგში მიმაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში, როგორიც დღეს ქვეყანაშია და მთელ მსოფლიოშიც არის, მაშინ ასეთი გადაწყვეტილებებისთვის ჩვენ არ უნდა მოვიცალოთ. ეს არანაირად არ უკავშირდება არც სოციალურ სოლიდარობას და არც კორპორაციულ სოლიდარობას.

მეორე, თითოეულ გადაწყვეტილებას, რასაც კი მიიღებს ადამიანი თავის ცხოვრებაში, უნდა ჰქონდეს შესატყვისობა დროსთან და გარემოებასთან. სხვათა შორის ადამიანურ და პროფესიულ პრინციპებთანაც. მე ვერ ვხედავდი ამ გადაწყვეტილებაში ვერცერთს, ამიტომ წინააღმდეგ მივეცი ხმა”, – უთხრა “აიპრესს” გია მურღულიამ.

შეგახსენებთ, 2021 წელიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეების ანაზღაურება ისევ იზრდება.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად