გია მურღულია: დარიცხულ ჰონორარს ტელევიზიის ანგარიშზე დავაბრუნებ, ბორდის ლოგიკა არ მესმის

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ წლის ბოლოს მორჩენილი ბიუჯეტიდან ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში დატოვა, ხოლო ნაწილი – 50 000 ლარი მეურვეების ჰონორარებზე გადაანაწილა.

ბორდში ამბობენ, რომ აღებულ ჰონორარს ქველმოქმედებისთვის გამოიყენებენ. 

ერთ-ერთი ვინც ამ გადაწყვეტილების ეწინააღმდეგებოდა ბორდის წევრებიდან გია მურღულია იყო, რომელიც ამბობს:

“მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამ გადაწყვეტილების. რეალურად ეს გადაწყვტილება ნიშნვს ორ ამბავს. პირველი, სულ არის საჰონორარო ე.წ. ნაშთი 132 492 ლარი. აქედან დაახლოებით 82 ათასი ლარი ავტომატურად რჩება ტელევიზიის ბიუჯეტში და დაახლოებით 50 ათასი ლარი ნაწილდება საბჭოს 9 წევრზე. მე სიმართლე გითხრათ არ მესმის ლოგიკა ამ ტიპის გადანაწილების, რატომ 82 ათასი იქით და 50 აქეთ. 1 ლარიც რომ ყოფილიო აქეთ, რაც ჩვენ ანგარიშზე დაჯდეს, მაინც წინააღმდეგი ვიქნებოდ და ამ შემთხვევაში ლოგიკა არ მესმის.

მეორე, ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმა ზუსტად იცოდეს ეს რას ნიშნავს, სამეურვო საბჭოს თითოეული წევრის ანგარიშზე ამ წლის ბოლოს აღმოჩნდება დაახლოებით 5 610 ლარი დარიცხული და აქედან ხელზე ასაღები არის 4 488 ლარი, რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ დამატებით შემოსავალს იმ დროს, როდესაც დღეს მთელი დღეა ვლაპარაკობდით ქამრების შემოჭერაზე და ტელევიზიას მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი აქვს ვიდრე ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი. არ მგონი ჩვენმა საზოგადოებამ თუნდაც ჩვენი ტელევიზიის თანამშრომლებმა მოწონებით აღიქვან ასეთი გადაწყვტილება. მე არ შევდივარ განსჯაში და არავის ვამუნათებ, ყველამ თვითონ იცის როგორ იღებს საკუთარ გადაწყვტილებებს. ჩემთვის ეს არის მიუღებელი ამბავი.

აქედანვე უნდა გამოვაცხადო, რომ მიუხედავად ჩემი სურვილისა, ჩემი წინააღმდეგობისა, ეს თანხა მაინც აღმოჩნდება ჩემს ანგარიშზე, როგორც კი ეს მოხდება მე ამას დაუყოვნებლივ გადავრიცხავ ისევ ტელევიზიის ანგარიშზე”, – განაცხადა გია მურღულიამ.

შეგახსენებთ, პანდემიის პირობებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა 50 000 ლარი გამოიწერა და ჰონორარად დაიმატა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად