გია ხუროშვილს covid19 დუდასტურდა

ამის შესახებ საქართვლოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“კორონავირუსთან ბრძოლის 10 დღე დღეს დასრულდა, ეს საზიზღარი ვირუსიც კი ემორჩილება გარკვეულ კანონზომიერებას და დაიწყო უკან დახევა.
აღარ დავიწყებ სიმპომების შესახებ მოყოლას, რადგან 10 დღეში ყველა სმპტომი მქონდა, რაც ამ ვირუსს ახასიათებს.

საჭიროდ ვთვლი არ დავმალო და გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება:

იყავით იზოლირებული და თავად იზრუნეთ თქვენს ჰიგიენაზე, ოთახის დალაგებიდან დაწყებული ჭურჭლის დარეცხვით, რომ ოჯახის წევრებს აარიდოთ კონტაქტი.

ოთახი, სადაც იმყოფებით, სისტემატიურად გაანიავეთ, თუნდაც ციოდეს.

დანაყული ნიორი, მუდმივად გედგათ თავთან და ცვალეთ 24 საათში ერთხელ, ეს არის ბუნებრივი ანტისეპტიკი და სუნთქვას გაგიადვილებთ!

ძალიან ბევრი სითხე მიიღეთ, მათ შორის ელექტროლოტები!…

ვიტამინი C , დღეში 2 ჯერ ( სულ 2000 მგ) , ასევე ცინკი და ეცადეთ იკვებოთ სრულყოფლად….

თუ გაწუხებთ წნევა, ან სხვა ქრონიკლი დაავადებები მიმართეთ ექიმს და მიიღეთ ის წამლები რასაც ექიმი დაგინიშნავთ.

ეკონტაქტეთ მხოლოდ პოზიტიურ ადამიანებს…

მოკლედ ბევრის წერის თავი არ მაქვს, მაგრამ ამ კორონასაც გადავაგორებთ, მთავარია ადამიანებმა გადააფასონ ღირებულებები!…

გისურვებთ ჯანმრთელობას!….” – წერს გია ხუროშვილი.
ცნობისთვის, 2012 წლიდან 2014 წლამდე გია ხუროშვილი საბურთალოს გამგებლის თანამდებობას იკავებდა. ის ამ დრომდე აშშ-ში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად