გია ხუხაშვილი: შესაძლოა ამ მცდელობამ “ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი” საერთოდ თამაშგარეში დატოვოს

შესაძლოა ამ მცდელობამ “ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი” საერთოდ თამაშგარეში დატოვოს, – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ლელოს” და “სტრატეგია აღმაშენებლის” მცდელობა გავიდნენ ე.წ. “სამობილიზაციო ელექტორატზე”, რომელსაც არ მოსწონს აწმყო (ქართული ოცნება), მაგრამ არც წარსულში (ნაც. მოძრაობა) დაბრუნება უნდა, დაგვიანებულია და ერთგვარი სიზიფეს შრომაა, რადგან ეს სეგმენტი მყარად დაიკავა გახარიამ…

შესაბამისად, ამ მცდელობებმა ისინი შესაძლოა საერთოდ თამაშგარე დატოვოს”, – წერს გია ხუხაშვილი Facebook-ში.

კომენტარები
იტვირთება...