გია ხუხაშვილი რომან გოცირიძეს: ლარს ორმოცს უხდიან

პოლიტოლოგია გია ხუხაშვილი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდმარის რომან გოცირიძის კითხვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც ხუხაშვილმა Facebook-ში დაწერა ლარს ორმოცს უხდიან და ამიტომ გამოაქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს გასაყიდად ყოველდთვის 40 მილიონი დოლარი.

“გოცირიძემ იკითხა – რატომ გამოაქვს ერ.ბანკს ყოველთვის $40 მილიონი გასაყიდად?
პასუხი მარტივია – ამ ფორმით ლარს ორმოცს უხდიან…” – წერს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომან გოცირიძემ ასევე სოციალურ ქსელში ამ საკითხზე დაწერა: მცირე ინტერვენციების ნაცვლად კვლავ იძულებული გახდება გამოაგდოს ტრადიციულად 40 მილიონი დოლარი, ოღონდ რატომ ორმოცი, არავინ იცის დედამიწის ზურგზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად