გია ხუხაშვილი: რადგან კალაძე ადასტურებს, რომ არ თვლის გახარიას ნარკომანად, დროა ორივემ მოითხოვოს კობახიძისთვის ნარკო-ტესტის ჩატარება

“რადგან კალაძე ადასტურებს, რომ არ თვლის გახარიას ნარკომანად, დროა ორივემ მოითხოვოს კობახიძისთვის ნარკო-ტესტის ჩატარება.
ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კობახიძე მოქმედებს კრიმინალურ სამყაროში კარგად აპრობირებული სქემით – თუ გინდა დანაშაულის დაფარვა, ხელი გაიშვირე სხვისკენ და მაქსიმალურად ხმამაღლა იყვირე…”

ამის შესხახებ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება თბილისის მერის, კახა კალაძის პასუხს პარტია “საქქართველოს” ლიდერი, გიორგი გახარიას ეკითხვაზე: იზიარებს თუ არა, კახა კალაძე თანაგუნდელების ბრალდებებს გახარიას მიმართ.

არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „დებატები 2021“ განაცხადა.

დებატებისას გიორგი გახარიამ კახა კალაძეს მიმართა კითხვით, იზიარებს თუ არა კახა კალაძე თანაგუნდელების ბრალდებებს გახარიას მიმართ.

„დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. შენი თანაგუნდელებისა და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებები – ნარკომანობა, მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები, კონკრეტულად შენ, კახა კალაძე, იზიარებ თუ არა ამ ბრალდებებს“, – მიმართა გახარიამ კალაძეს.

როგორც კალაძემ კითხვის პასუხად აღნიშნა, გიორგი გახარიასთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია.

„ნარკომანობასთან დაკავშირებით, მე მგონი, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება, გიორგი შენს საქციელს, მე ეს პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ – მე არ მომეწონა შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. მე არ შევალ შინაარსში და არ მინდა, ამაზე ვისაუბრო. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე პირველ რიგში ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ, ამიტომ არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები
იტვირთება...