გია ხუხაშვილი: პრემიერი გარკვეულწილად ჯერ ჰაერშია

"სანამ ჩვენ მინისტრებამდე ჩავალთ, პრემიერის საკითხია გადასაწყვეტი. გასაგებია, პოლიტიკურიგ უნდი საუბრობს, რომ პრემიერი იქნება გიორგი კვირიკაშვილი, მაგრამ ფორმალურად აქამდე არ მივსულვართ, პრემიერი გარკვეულწილად ჯერ კიდევ ჰაერშია", – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში მთავრობაში საკადრო ცვლილებების საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ თემაზე მსჯელობა ჯერ ადრეა. 

"ჩემი აზრით, ბევრად უფრო ფუნდამენტური საკითხია, საერთოდ ვინ არის პრემიერმინისტრი, სად დევს ძალაუფლება, ჯერ სისტემურად უნდა დავლაგდეთ და გადავიდეთ ინსტიტუციურ მართვაზე. დღეს ჩვენ გვაქვს არანორმალური ვითარება. მთავარია ვიგრძნოთ, რომ ინსტიტუტები მართავენ ქვეყანას, რომ კვირიკაშვილია ნამდვილად ლიდერი, ის იღებს გადაწყვეტილებებს და შესაბამისად პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილებებზე. თუ იგივე კაბინეტი შენარჩუნდა, კვირიკაშვილი ისევ სიყვარულზე და აგუგუნებულ საქართველოზე გველაპარაკა და მეტი არაფერი არ მოხდა, ამ შემთხვევაში, თუ მთელი პრეტენზიები წავა სხვა მხარეს,რაც არ უნდა დაშავდეს ამ ქვეყანაში და კვირიკაშვილზე არავის არ ექნება ეჭვი, რომ მან დააშავა რამე, ეს არის არაჯანსაღი ვითარება", – აღნიშნა ხუხაშვილმა. 

ხუხაშვილის შეფასებით, დღეს, რეალურად პოლიტიკურ პროცესს ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი მართავენ. 

"დღეს ჩვენ ვცხოვრობთ არაჯანსაღ ქვეყანაში, სადაც, ასეთი განცდაა, რომ პოლიტიკურ პროცესს წარმართავს ორი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. 

აქედან ოდესმე ხომ უნდა გამოვიდეთ? ახლა თუ ვერ გამოვედით, კიდევ დიდი ხანი ვერ გამოვალთ, ამიტომ მე ვუსურვებ კვირიკაშვილს წარმატებას. მთავარი მისი წარმატება იქნება ის, როდესაც ქართველები იტყვიან, რომ ის არის ჩვენი ლიდერი და პასუხსაც მას მოთხოვენ რამე რომ გაფუჭდება ქვეყანაში, სოლოლაკში კი არ დაიწყებენ სირბილს, ამ წერტილამდე უნდა მივიდეს ეს ადამიანი, თუ ვერ მივიდა, დავრჩებით ისე, როგორც ახლა ვართ და არაფერი შეიცვლება", – აღნიშნა გია ხუხაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად