გია ხუხაშვილი: ოცნების ამომრჩეველო! როდესაც თქვენი პარტია გარწმუნებთ გახარიას და სააკაშვილის ალიანსის აბსურდში – ბრიყვებად მიაჩნიხართ

ექსპერტი გია ხუხაშვილი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ამომრჩეველს მიმართავს.

“ქართული ოცნების ამომრჩეველო!
როდესაც თქვენი რჩეული პარტია ცდილობს დაგარწმუნოთ გახარიას და სააკაშვილის ალიანსის შესახებ ლოგიკურ აბსურდში, ეს ნიშნავს, რომ ბრიყვებად მიაჩნიხართ…
არ გიტყდებათ?!…” – წერს გია ხუხაშვილი “ფეისბუქში”.
„გეგმა იყო შემდეგი – მას შემდეგ რაც სასამართლო შეუფარდებდა მელიას დაკავებას და ხელისუფლება ვერ დააკავებდა, იწყებდა საუბარს ნაციონალური მოძრაობა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა არალეგიტიმურობის შეგრძნება. მაშინ იყო სხვა ვითარება, ოპოზიცია არ იყო შემოსული პარლამენტში, იყო გართულებული ვითარება და მელიას არ დაკავებას ნაცმოძრაობა აბრალებდა ჩვენს სუსტ ლეგიტიმაციას. ეს იყო მათი მესიჯ ბოქსი, რაც ჰქონდათ მათ გაწერილი და ეს იყო მათი გეგმის შემადგენელი ნაწილი.
ამაზე მითითებით სააკაშვილმა თუ გახსოვთ, თუ არ ვცდები 17 თებერვალს გააკეთა განცხადება ალტერნატიულ მთავრობასთან დაკავშირებით. ეს იყო წვეთი, რომელიც შემოიტანა მან ამ პოლიტიკურ დისკუსიაში. 18 თებერვალს უკვე ვერ დაკავების საბაბით ისინი აყალიბებდნენ, აცხადებდნენ ე.წ. ალტერნატიულ მთავრობას თავისი ე.წ. ძალოვანი მინისტრებით. ეს არის ინფორმაცია რაც ჩვენ გვქონდა კიევიდან” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...