გია ხუხაშვილი “ოცნებაზე”: გადაგდების ხარისხი გაიზარდა… უმაღლეს ლიგაში ვართ

გადაგდების ხარისხი გაიზარდა… უმაღლეს ლიგაში ვართ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“ასე კონკრეტულად არ ველოდი, თუმცა ყველაფერს ველოდებოდი და არაფერი მიკვირს. მით უმეტეს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. სხვა საკითხია, რომ თვითონ გადაგდების ხარისხი გაიზარდა. თუ შიდა გადაგდებები შიდა პოლიტიკურ კონტექსტში უნდა განგვეხილა და ამაში არ იყო ჩარეული ევროკავშირი, ამ შემთხვევაში საერთაშორისო დონეზე გავიდნენ, უმაღლეს ლიგაში ვართ”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებამ თავი ამოწურა
მისივე თქმით, თუ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია – ჩვენ მზად ვართ

კომენტარები
იტვირთება...