გია ხუხაშვილი: “ოცნებას” აქვს გარკვეული უპირატესობა, ოპოზიციამ იმდენი სიბრიყვე აკეთა, რომ მისი მთავარი მოკავშირეა

“დღეის მდგომარეობით მთავარი ინდიკაციებიდან გამომდინარე გარკვეული უპირატესობა ხელისუფლებას აქვს”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. 

“ხელისუფლებას დღეის მდგომარეობით ორი ძირითადი უპირატესობა აქვს. ერთი ეს გახლავთ, რომ მას მონოპოლიზებული აქვს რესურსები და მეორე მისი უპირატესობა ტაქტიკური უპირატესობაა, რომ ოპოზიცია გვევლინება მის მთავარ მოკავშირედ, იმდენ სისულელეს და სიბრიყვეს ვუყურებთ.

ისიც კი მოახერხეს, რომ საკუთარი გამარჯვება გაუფორმეს ხელისუფლებას იგივე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. დასავლეთის ზეწოლის შედეგად ეს შედეგი მიიღეს და იმის ნაცვლად, რომ ეს შედეგი თვითონ გაეფორმებინათ, ისეთი სიბრიყვეები აკეთეს, რომ ლამის მართლა ხელისუფლებას გაუფორმეს ეს ყველაფერი, კენჭისყრაზე არ შევიდნენ. ეს იყო წმინდა წყლის სიბრიყვე, რაც ვერავინ ვერ გაიგო, მათ შორის ვერც უცხოეთში”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად