გია ხუხაშვილი: “ოცნება” შიშმა აიძულა რეპუტაციის და კაცობის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადაედგა

ყველაზე ცუდი დიქტატორებიც ასრულებენ სიტყვას. პუტინს თავი გავანებოთ და ავიღოთ ლუკაშენკო, მადურო… სიტყვას რომ იტყვიან, ასრულებენ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, “ოცნება” დიქტატურასაც კი ვერ “ქაჩავს” და დიქტატურის პაროდიას გვაჩვენებენ.

“ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს რეპუტაცია და ის არის ძალიან შეშინებული. ბუნებრივია შიში იყო მთავარი საკითხი. გაზომეს – დაინახეს, რომ 43% არ იყო გადალახვადი. ამ შიშმა აიძულა ისინი, რომ რეპტაციის, ღირსების, კაცობის, ადამიანობის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადაედგათ, კარგად ჩაბღაუჭებოდნენ სკამს. ყველაფერს აზრი დაუკარგეს და გადადგეს ეს ნაბიჯი. ჩვენი შიდა სამზარეულო გადმოედინა ყველგან”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ყველაზე ცუდი დიქტატორებიც ასრულებენ სიტყვას.

“პუტინს თავი გავანებოთ და ავიღოთ ლუკაშენკო, მადურო… სიტყვას რომ იტყვიან, ასრულებენ. ამაშია ჩვენი ხელისუფლების პრობლემა. ისინი ხელს არ მოაწერენ და თუ მოაწერენ, ისინი ამას ასრულებენ. ჩვენ ახლა გვყავს აბსოლუტურად უთავმოყვარეო ადამიანების დაჯგუფება. ესენი დიქტატურასაც კი ვერ “ქაჩავენ”. დიქტატურის პაროდიას გვაჩვენებენ”, – თქვა გია ხუხაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...