გია ხუხაშვილი: ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჩარიცხული ხელფასებით ფონდი შექმნან და სხვებს დაეხმარონ

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჩარიცხული ხელფასებით ფონდი შექმნან და დაეხმარონ მათ, ვის პრობლემებზეც ხშირად წერენ, – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Facebook-ში წერს:

“ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელთაც ხელისუფლება ჯიუტად უხდის ხელფასს, ამ ფულით შეუძლიათ შექმნან ფონდი და დაეხმარონ ადამიანებს, რომელთა პრობლემებზე ხშირად საუბრობენ.
მაგალითად “აფრიკაში” დაზარალებულებს, ექიმებს და ა.შ.” – წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, ბლოკ “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელმა ნატო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, ერთი თეთრიც არ დაკლებია… საფიქრელი გამიჩინეს, რა ვუყო ამ “ეშმაკისეულ თანხას”? მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პარლამენტის აპარატმაც, სადაც აღნიშნულია: ხელფასის ჩარიცხვა კანონის სრული დაცვით მოხდა -არსებობს მისი უკან დაბრუნების მექანიზმი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად