გია ხუხაშვილი ოპოზიციაზე: თუ იმის თავი არ აქვთ, რომ ყველამ ერთად თვითმართველობის არჩევნებზე 60 %-ზე მეტი აიღოს, მაშინ რაღაზე აქვთ პრეტენზია?

“შესულიყვნენ თავიდანვე პარლამენტში, ნუ აღიარებდნენ ამ არჩევნებს, ეღიარებინათ დე ფაქტო ვითარება და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით შესულიყვნენ პარლამენტში, შიგნით მოეთხოვათ. ხომ არ იქნებოდა ამდენი უბედურება ? არც მელიას დაიჭერდნენ და არც პოლიტპატიმრების საკითხი დადგებოდა.” – ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“დასავლეთი ფაქტიურად ელაპარაკება ოპოზიციას- ხელისუფლებას რაღაზე ელაპარაკება, თუ იმან ხელი უკვე მოაწერა? ამათ ეუბნება ხელი მოაწერეთო და ესენი ვითომ ვერ ხვდებიან და ცუდი თამაშის პირობებში კარგი სახის შენარჩუნება უნდათ- კარგი რა ,ნუ დაგვღალეთ. შედით პარლამენტში, ნუ მოაწერთ ხელს ნურაფერს, თუ გინდათ, უპირობოდ შევიდნენ . ვის აქვს იმის ილუზია რომ მართლმსაჯულების რეფორმაზე ხელს მოაწერენ და მურუსიძეს ვინმეს გაუშვებს სასამართლოდან? რა მართლმსაჯულების რეფორმა და პროკურორი და რა კომიტეტები? ეს ხომ მართლა სახის დაკარგვა იქნება კომიტეტებზე გაიყიდეთო. უპირობოდ შევიდნენ .

ერთადერთი მელია და რურუა უნდა გამოვიდნენ, ეწერა კიდეც იმ დოკუმენტში რომ ამინისტიის საფუძველზე ,ხელისუფლებას არანაკლებ სჭირდება ამინისტირება და რურუას ნაწილში მოელაპარაკონ პრეზიდენტს- ევროკავშირის ელჩმა შეათანხმოს და დამთავრდება. რამდენიმე თვეა კატასტროფაში გვაცხოვრებენ. ეს არ არის ხალხისთვის მთავარი თემა. ის არგუმენტები რაც ოპოზიციას მოყავს, რას ქვია არ აწყობთ, შედითო ეუბნებიან. დათქმა იქნება, ხელისუფლებამ ორმოცი პროცენტი თუ ვერ აიღო, ამ შემთხვევაში რიგგარეშე შედგება. რატომ არ აწყობთ? თუ იმის თავი არ აქვთ, რომ ყველამ ერთად 60 პროცენტზე მეტი აიღონ მაშინ რა პრეტენზია აქვთ? ის რომ რიგგარეშე არჩევნები სხვანაირი არჩევნებია და ხალხი არ აქცევს ყურადღებას, ეს ტყუილი არგუმენტია. თუ იქნება განცდა , რომ ეს არჩევნები წყვეტს ძალაუფლების ბედს, თვითმმართველობის არჩევნები აქციონ დიდ სახალხო პროცესად და თუ ამის თავიც არ აქვთ, დაგვანებონ თავი, მოვა ვიღაც სხვა და ჩაანაცვლებს . რა უნდათ, რა უნდათ, რომ დანიელსონმა ჩამოართვას ძალაუფლება ქართულ ოცნებას და მათ გადასცეს? სხვაზე არაფერზე არ არიან თანახმა. ერთიანობა კარგია ოპოზიციის, მაგრამ ვერ მიაღწიეს მიზანს იმიტომ, რომ ხალხი სხვა პრობლემებთან დაკავებული და მათი დღის წესრიგით არ ცხოვრობს.ლ, ხრამი გაჩნდა მათსა და ხალხს შორის და აღიარონ, რომ არ გამოსდით, შევიდნენ ან არ შევიდნენ და დაამთავრო.” – წერს გია ხუხაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...