გია ხუხაშვილი: “ნაცმოძრაობა” და “ქართული ოცნება” სისტემური, ანტაგონისტი, სიმბიოზური მოკავშირეები არიან

პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილის მოსაზრებით, პოლიტიკური სტრატეგიის ლოგიკით “ნაციონალური  მოძრაობა” არ არის დაინტერესებული ხელისუფლების ცვლილებით.

აღნიშნულის მიზეზს, გია ხუხაშილი სოციალურ ქსელში განარტავს:

“პოლიტიკური სტრატეგიის ლოგიკით “ნაციონალური  მოძრაობა” არ არის დაინტერესებული ხელისუფლების ცვლილებით და თუნდაც მისი გაზავებით და აი რატომ:
მისი ელექტორალური ზრდის პოტენციალი ამ ეტაპზე შეზღუდულია. ისეთი ალიანსის ფორმირებაც, რომლის ცენტრში თვითონ იქნება, შეუძლებელია. ამიტომ, მათ ურჩევნიათ ხელისუფლებაში დარჩეს “ქართული ოცნება” და თვითონ შეინარჩუნოს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი, რაც უტოვებს შანსს 2024 წელს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.
თუ დღეს “ქართული ოცნება” შეიცვალა, გაზავდა ან რაიმე ახალი კოალიცია გაჩნდა, ამ შემთხვევაში კარგავს 2024-ის პერსპექტივას.
დასკვნა: “ნაც. მოძრაობა” და “ქართული ოცნება” სისტემური, ანტაგონისტი, სიმბიოზური მოკავშირეები არიან”, -წერს გია ხუხაშვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად