გია ხუხაშვილი: მოქალაქეებმა არჩევანი სიძულვილით გაკეთეს

“ამომრჩეველი არჩევნებზე მივიდა არა ვიღაცის მხარდასაჭერად, არამედ ვიღაცის წინააღმდეგ. ანუ პარადოქსი ასეთია, რომ არჩევანი გაკეთდა არა პატივისცემით, არამედ სიძულვილით”, – ამის შესახებ “აიპრესს” პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ეს არჩევნები წმინდა წყლის ნეგატიური არჩევნები იყო.

“გადაწყვეტილება მიიღო ნეგატიურმა ამომრჩეველმა. ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც. ანუ ამომრჩეველი არჩევნებზე მიდიოდა არა ვიღაცის მხარდასაჭერად, არამედ ვიღაცის წინააღმდეგ. ანუ პარადოქსი ასეთია, რომ არჩევანი გაკეთდა არა პატივისცემით, არამედ სიძულვილით. ვისაც დღევანდელი ხელისუფლება ყელში ამოუვიდა, წავიდა და მის ჯინაზე ხმა მისცა ვაშაძეს. ვისაც არ ეხატებოდა გულზე “ნაციონალური მოძრაობა” და ვაშაძე, მივიდა და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცა, მიუხედავად იმისა, რომ მაინცდამაინც არც ზურაბიშვილი ეხატებოდა გულზე.

ეს იყო წმინდა წყლის ნეგატიური ტიპის არჩევნები. ასეთი ტიპის არჩევნების ლეგიტიმაცია მაღალი არ არის. პოლიტიკოსს ერთჯერადი კონტრაქტით ირჩევს ამომრჩეველი, ხოლო შემდეგ მას მხარს აღარ უჭერს. შესაბამისად, ასეთი არჩევნები ლეგიტიმაციას კარგავს”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე (გაერთიანებული ოპოიზიცია) და სალომე ზურაბიშვილი (მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი) გავიდნენ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად