გია ხუხაშვილი: მეორე ტური გარდაუვალია, თუ გახარია დააყენებს კანდიდატს, მაშინ გარანტირებულად ვიტყვი ამას

“არა მგონია, რომ ეს ასუსტებს ოპოზიციის შანსებს. მთავარია გარკვეული კოორდინაციის შენარჩუნება, ანუ მტრობის გამორიცხვა, თორემ რაც უფრო გაიშლება ფრონტი, სასარგებლოა”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა კითხვაზე, ის რომ მთლიანად ოპოზიციამ არ დაასახელა საერთო კანდიდატები, ეს ასუსტებს თუ არა მის შანსებს. 

“იმიტომ, რომ გაერთიანდებოდა მთლიანად ოპოზიცია თუ არა, მეორე ტური მაინც გარდაუვალია არსებული მოცემულობიდან გამომდინარე. რაც უფრო გაიზრდება ფრონტი ეს მეორე ტურის შანსებს კი არ ამცირებს – ზრდის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მთავარი ინტრიგა რჩება, რას იზამს გახარია. თუ გახარიამ დააყენა კანდიდატი და ასე ჩანს, რომ ის აპირებს, მაშინ გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ტური ნამდვილად იქნება”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...