გია ხუხაშვილი: მელიამ და ხოშტარიამ კამპანია მეორე ტურის გათვალისწინებით უნდა წარმართონ, რათა თამაშგარეში დარჩენილების მხარდამჭერები მოიზიდონ

მელიამ და ხოშტარიამ კამპანია მეორე ტურის გათვალისწინებით უნდა წარმართონ, რათა თამაშგარეში დარჩენილების მხარდამჭერები მოიზიდონ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა კითხვაზე, ის რომ მთლიანად ოპოზიციამ არ დაასახელა საერთო კანდიდატები, ეს ასუსტებს თუ არა მის შანსებს.

“მთავარია ელენე ხოშტარიამ და ნიკა მელიამ კამპანია წარმართონ მეორე ტურის გათვალისწინებით. მათი კამპანია უნდა იყოს ისეთი ხასიათის, რომ მოახერხონ, პირველი ტურის შემდეგ თამაშგარედ დარჩენილი კანდიდატების მხარდამჭერების მოზიდვა. ესენი არიან ისინი, ვინც მეორე ტურში ვერ გავლენ.

ასეთი ილუზია აქვთ პოლიტიკოსებს, რომ პოლიტიკოსის მოწოდების მიხედვით იღებს ამომრჩეველი გადაწყვეტილებას. ამაში ცდებიან ისინი. მეორე ტურში მათი ამომრჩეველი აკეთებს თავისუფალ არჩევანს. მთავარია მელიამ და ხოშატრიამ ისე წარმართონ კამპანია, რომ გარკვეული სიმპათია დაიმსახურონ სხვა კანდიდატების ელექტორატშიც”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა. გია ხუხაშვილი: მელიამ და ხოშტარიამ კამპანია მეორე ტურის გათვალისწინებით უნდა წარმართონ, რათა თამაშგარეში დარჩენილების მხარდამჭერები მოიზიდონ”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...