გია ხუხაშვილი: მე არ ვამტკიცებ, რომ გიგი უგულავა უდანაშაულოა (ვიდეო)

ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ განაცხადა.

„ძალიან სასაცილოა მე და შენ(ჟურნალისტს) რომ ვზივართ და დღეს გიგი უგულავას ვიცავთ. მე არ ვამტკიცებ რომ გიგი უგულავა უდანაშაულოა, თუნდაც იმ საქმეზე რომელზეც დღე არის “ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის: “თბილისი განვითარების ფონდის საქმეზე” სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოგვიანებით, პროკურატურამ “თბილისის განვითარების ფონდის” საქმეზე, რომელზეც გიგი უგულავას 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეეფარდა, ინფორმაცია გაავრცელა.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა შსს-ს შენობაში შევიდა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად