გია ხუხაშვილი: კოვიდის და სოცპაკეტის მართვაზე დროებითი ინტერ-პარტიული პლატფორმა შევქმნათ 

ეს ორი თემა დროებით გავიტანოთ პოლიტიკის მიღმა და შევქმნათ დროებითი ინტერ-პარტიული პლატფორმა კოვიდის და სოციალური პაკეტის მართვის თემებზე, – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Facebook-ში წერს.

მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისის გადალახვა ჯერ ვერ ხერხდება და გვაქვს ორი უდიდესი პრობლემა, რომელთა ეფექტურ მართვას სჭირდება მაღალი ლეგიტიმაციის გადაწყვეტილებების მიღება.

“1. პოლიტიკური კრიზისის გადალახვა ჯერ ვერ ხერხდება.
2. ჩვენ გვაქვს ორი უდიდესი პრობლემა, რომელთა ეფექტურ მართვას სჭირდება მაღალი ლეგიტიმაციის გადაწყვეტილებების მიღება – პანდემიის გავრცელება და მაღალი სოციალური რისკები.
3. ასეთი გრძელვადიანი მაკონსოლიდირებელი ინსტიტუტია პარლამენტი, რომელიც დღეის მდგომარებით ჯერ არ შეკრებილა და რომც შეიკრიბოს, მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს წარმოადგენს.
4. ანუ, გვაქვს მოცემულობა, როდესაც ურთულეს გადაწყვეტილებებს არ ენდობა მოსახლეობის ნახევარი, რაც საბოლოოდ მათი გატარების პარალიზებამდე მიგვიყვანს.
გთავაზობთ:
ეს ორი თემა დროებით გავიტანოთ პოლიტიკის მიღმა და შევქმნათ დროებითი ინტერ-პარტიული პლატფორმა კოვიდის და სოციალური პაკეტის მართვის თემებზე, იმისათვის რომ სასიცოცხლო, კრიტიკულად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სიკვდილის და შიმშილის შიშების მოხსნასთან დაკავშირებით ჰქონდეს მთელი საზოგადოების ნდობა და შესაბამისად იყოს ეფექტური”, – წერს გია ხუხაშვილი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად