გია ხუხაშვილი კობახიძეზე: მგონი, დროა ფისი-ფისის გაკეთება მოვთხოვოთ…

კობახიძის აქტივობა ბოლო დღეებში, ნამდვილად არის კოკაინის აქტიური მომხმარებლისთვის დამახასიათებელი.
მგონი, დროა ფისი-ფისის გაკეთება მოვთხოვოთ…

ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მისამართით წერს.

შეგახსენებთ: ირაკლი კობახიძე ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობს, პარტია “საქართველოს” ლიდერის, გიორგი გახარიას ნარკოდამოკიდებულებისა და შარდის ანალიზის თემაზე.

ირაკლი კობახიძემ დღესბ განაცხადა, რომ გიორგი გახარიას დამოკიდებულება არ შეუმჩნევიათ იმ პერიოდში, როცა ის “ქართული ოცნების” გუნდის წევრი იყო და იკავებდა მაღალ თანამდებობებს.

„არ თუ არ შეგვიმჩნევია, მას ეს პრობლემა მაშინ არ ჰქონია, ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. შეგვიძლია გავიხსენოთ ძალიან მარტივი გამონათქვამი: „ხარი ხართან დააბი“ და ა.შ. ის თავისი საქმიანობით და ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ძალიან მჭიდრო შეხება აქვს კონკრეტულად „კოკაინთან“, არამარტო ნარკოტიკებთან, არამედ „კოკაინთან“, ამის შემდეგ გაუჩნდა მას ეს პრობლემა, კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს მას ეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ადამიანებიც ძალიან საეჭვო კავშირებში არიან მხილებული. „ხარი ხართან დააბი“, არის ის, რაც დაემართა გიორგი გახარიას. მათ შორის, ესეც ყოფილა მისი პრობლემა. როცა ნიკა მელიასთვის გადადგები, ამის მერე სხვა რამ არ უნდა გაგიკვირდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...