გია ხუხაშვილი: ხაზარაძე “ქართული ოცნების” გეგმებს ანგრევს

ამ განცხადებით, ექსპერტი გია ხუხაშვილი, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, მამუკა ხაზარაძეს გადაწყვეტილი აქვს სექტემბრიდან საზოგადოებრივი მოძრაობა შექმნას.

“პოზიტიურად ვუყურებ ამას ყველაფერს, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას საზოგადოებაში საყრდენი დაკარგული აქვს.

შესაბამისად, ის ფიქრობს, რომ არჩევნები კი არ მოიგოს, არჩევნები იყიდოს. არჩევნები რომ იყიდო, ამისთვის უნდა მოახდინო რესურსების მონოპოლიზაცია. ხაზარაძე, როგორც ალტერნატიული რესურსების ცენტრი, მათ ამ მთელ გეგმებს, ფაქტობრივად, ანგრევს და პოლიტიკურ სივრცეს ხსნის, რაც სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად