გია ხუხაშვილი: კალაძე ჩემს თვალში “გაიშმაქსა”

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში „გირჩის” მიერ დაარსებული „შმaxi”-ზე პოსტს აქვეყნებს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მან უკვე იმგზავრა მარჯვენა საჭიანი „შმaxi” -ით.

“ახლა ვიმგზავრე მარჯვენა საჭიანი შმაქსით. დავრწმუნდი, რომ ჩვენი მძღოლები ბევრად უფრო განათლებულები და კრეატიულები არიან, ვიდრე პოლიტიკოსები. ასე რომ, კალაძე ჩემს თვალში გაიშმაქსა..”,-წერს ხუხაშვილი

შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციამ გუშინ ე.წ. „შმაქსისტები” დააჯარიმა. ერთს 100 ლარიანი, ხოლო ორს 200 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

„გირჩის” მიერ დაარსებული „შმaxi”, საგანმანათლებლო კამპანიაა, ე.წ. უნივერსიტეტი ბორბლებზე. ამ ფორმით პოლიტიკური მოძრაობა ტაქსების ახალ რეგულაციას აპროტესტებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...