ხუხაშვილი: ივანიშვილს ჩამოვუთვლი, მისი “პრინციპული” მაჟორიტარები რეებზე არიან გადამხტრები

ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

“ვინ არის ეს ხალხი? ხელისუფლების გარეთ რას წარმოადგენენ საერთოდ? ესეც არის ფარსის ნაწილი. რაც შეეხება იმას, რომ გავიდნენ, წითელი ხაზი გადაკვეთეს და იმიტომ. თამარ ჩუგოშვილზე ლაპარაკობთ თქვენ და ადამიანებზე, ვისაც აქვთ რაღაცა წინა ისტორია. იქ არიან 40 კაცში ისეთები, ვინც შევარდნაძის დროიდან დაწყებული სულ დეპუტეტბი არიან და პარტიიდან პარტიაში გადადიან იმისდა მიხედვით, ვინ არის ხელისუფლებაში. ენზელ მკოიანი სულ დეპუტატი იყო. ამ “პრინციპული” მაჟორიტარებიდან რამდენსაც გინდათ ჩამოგითვლით. მათ უნდათ ხელისუფლებაში ყოფნა.

ხუნდაძე მაგ კატეგორიიდან არ არის, ბიძინა ივანიშვილს შემოჰყვა, მაგრამ ჩამოვუთვლი მის “პრინციპულ” მაჟორიტარებს. რეებზე არიან გადამხტარები, თუ იმან არ იცის მე ავუხსნი. ერთი თვალები რომ დაუბრიალოს ივანიშვილმა პროპორციულს კი არ დაუჭერენ მხარს, ყურებზე გაივლიან”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად