გია ხუხაშვილი: ის ილუზია არ უნდა ჰქონდეს გიგა ბოკერიას, რომ ვინმე თვლიდეს სააკაშვილი ცუდია, მაგრამ ბოკერია თეთრი და ქათქათაა

ეს განცხადება პოლიტოლოგმა გია ხუხაშილმა ტვ „პირველის” ეთერში გააკეთა.

„ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს” არჩევნებზე ერთად გამოსვლა ცუდი არ იქნებოდა, იქედან გამომდინარე, რომ ორივე პარტიას ყავს ერთი ელექტორალური ბაზა. შეიძლება ბოკერია ეძებდეს იდენტობას და განსხვავებას სააკაშვილისგან, მაგრამ ჩვენ თუ ვლაპარაკობთ სააკაშილის ნეგატივზე, მისი მმართველობის პერიოდში ბოკერია სოლიდარული პასუხისმგებელია იმ ყველაფერზე რაც ხდებოდა. ვინც თვლის, რომ სააკაშვილმა რაღაც დააშვა იგივე ადმაიანი თვლის რომ ბოკერიამაც დააშავა. ის ილუზია არ უნდა ჰქონდეს ბოკერიას, რომ ვინმე თვლიდეს სააკაშვილი ცუდია, მაგრამ ბოკერია თეთრი და ქათქათაა, ეს ასე ვერ იქნება.
თუ ადრე ხელისუფლება ყვიროდა მგელი მოდის, მგელი მოდისო, ახლა „ევროპულმა საქართველომ“ გადმოიბარა ეს ესტაფეტა. თუ ამოცანა არის ორპოლუსიანობის ნეიტრალიზება უნდა გავეშვათ სააკაშვილის”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად