გია ხუხაშვილი: გომურსა და სხვა დაზარალებულებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციაზეც ნაწილდება – იმათმა თუ ჩაიდინეს, ამათმა “გააპრავეს”

“ნიკა მელიას, უნდა თუ არა, ციხიდან გამოაგდებენ.
შესაბამისად, გომურსა და სხვა დაზარალებულებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციაზეც ნაწილდება – იმათმა თუ ჩაიდინეს, ამათმა “გააპრავეს”

ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი პოლიტიკურ მოვლენათა სავარაუდო განვირებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

“მოვლენების სავარაუდო განვითარება: ხელისუფლება კენჭისყრაზე გამოიტანს ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონის ალტერნატულ პროექტს, რომლითაც ამნისტია შეეხება სისტემის დანაშაულსაც.
კენჭისყრას, ბუნებრივია მოიგებენ.
ნიკა მელიას, უნდა თუ არა, ციხიდან გამოაგდებენ.
შესაბამისად, გომურსა და სხვა დაზარალებულებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციაზეც ნაწილდება – იმათმა თუ ჩაიდინეს, ამათმა “გააპრავეს”.
ამის შემდეგ, ნაც.მო თუ არ შევა პარლამენტში, ბოდიში და სულ ფეხებზე კიდიათ. აწყობთ კიდევაც.
სრულიად ცხადია, რომ დღეს ამნისტია ხელისუფლებას უფრო სჭირდება, ვიდრე ოპოზიციას და მელიას.
ასე რომ, ამ მოცემულობაში, ასეთი მორალური დილემის პირისპირ, მელიას მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა – ამნისტიის ჩაშლა გირაოს გადახდით”- წერს გია ხუხაშვილი Facebook- ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...