გია ხუხაშვილი: გიორგი კვირიკაშვილი ფაქტობრივად გამოაგდეს “ქართული ოცნებიდან”

მძიმე სცენებს უყურეს უმრავლესობასთან შეკრებისას”,-ამის შესახებ, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში საუბირსას განაცხადა.

“საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი ფაქტობრივად გამოაგდეს “ქართული ოცნებიდან”. ძალიან დეტალებში არ შევალ მაგრამ ეს იყო საკმაოდ მძიმე პროცესი. დეპუტატები მიყვებიან ხო, ძალიან მძიმე პროცესი იყო და მძიმე სცენებს უყურეს უმრავლესობასთან შეკრებისას, სადაც ეს საკითხი წყდებოდა. დიდი გამიშვი-გამატარე იყო.

აქედან გამომდიანრე. გიორგიმ ის შეცდომა დაუშვა რომ ბიძინა ივანიშვილს ზედმეტად ენდობოდა. ის ხომ თავიდანვე ხედავდა რომ დარღვეული იყო ინსტიტუციური წესრიგი, ყველა კოზირი ჰქონდა იმისთვის რომ აღედგინა ეს კონსტიტუციური წესრიგი. უფრო აქტიური ყოფილიყო არამხოლოდ ეკონომიკასა და ბიზნესში, არამედ პოლიტიკაში. ნელ-ნელა საკუთარი პოლიტიკური ქონა შეეძინა, როგორც პოლიტიკაში ასევე საზოგადოებაში”,-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...