გია ხუხაშვილი გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულზე: საქმე უკვე გახდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში, თბილისში რუსეთის მოქალაქის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ რუსეთის მხრიდან ეჭვმიტანილზე ყველა ინფორმაცია უნდა გამოითხოვოს.

მისივე თქმით, საქმე უკვე გახდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი.

„როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება? უნდა გამოითხოვოს რუსეთის მხრიდან ყველა ინფორმაცია ეჭვმიტანილზე, მის საქმიანობასა, კავშირებზე და გადაადგილების მარშრუტებზე. იქიდან გამომდინარე, რომ საქმე უკვე გახდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ეს უნდა ხდებოდეს ღიად და გამჭვირვალედ და არა “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე” საქმის გასაიდუმლოებით და მიფუჩეჩებით.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის შესაბამისი სამსახურები სათანადოდ არ ითანამშრომლებენ ასეთ თემასთან დაკავშირებით, ეს იქნება პოლიტიკური დაკვეთის ირიბი დადასტურება. ამის შემდეგ უნდა გვქონდეს უმწვავესი რეაქცია საერთაშორისო რეზონანსით. გაგახსენებთ “სოლსბერის საქმეს”.
პოლიტიკურად “მაღალი ალბათობა” საკმარისია პროცესის დასაწყებად“ – წერს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებული რუსეთის მოქალაქე ბოკოვი რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგემავდა.

მოგვიანებით, თემაზე სუს-მა განცხადებაც გაავრცელა, სადაც, ნათქვამია რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

სუსი: რუსეთის მოქალაქე დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე – თავი შეიკავეთ ნებისმიერი სახის, დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად