სტერილური პარლამენტისკენ თავაწეული სვლა ხელისუფლების უნებლიე სუიციდალურ მიდრეკილებებზე მეტყველებს, – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Facebook-ში წერს:
“სტერილური პარლამენტისკენ თავაწეული სვლა პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული, სოციალ-ეკონომიკური და რეგიონში არსებული პრობლემების ფონზე, რაც საზოგადოების კონსოლიდაციის მაღალ ხარისხს საჭიროებს, ხელისუფლების უნებლიე სუიციდალურ მიდრეკილებებზე მეტყველებს.
რომ ვერ ხვდებიან, ერთია და მეორეა, რომ ფუნდამენტური, თვითგადარჩენის ინსტიქტიც გათიშული აქვთ სამწუხაროდ”, – წერს გია ხუხაშვილი.
კომენტარები