ელენე ხოშტარიას წასვლით ევროპული საქართველო მხოლოდ წარსული დარჩა, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ევროპული საქართველოდან” ელენე ხოშტარიას წასვლას.
“თუ ელენე ხოშტარიას წასვლამდე “ევროპული საქართველო” იყო წარსული, რომელიც მომავალს ეპოტინებოდა, ახლა დარჩა მხოლოდ წარსული…” – წერს გია ხუხაშვილი Facebook-ში.
შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ “ევროპული საქართველოს” დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. მისი თქმით, იგი არც სხვა პარტიაში გადასვლას არ გეგმავს, არამედ სურს, შექმნა საკუთარი ახალი პოლიტიკური პლატფორმა.ელენე ხოშტარია: პოლიტიკური ციკლის ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება
კომენტარები