გია ხუხაშვილი: ციხეში მჯდომ ადამიანს სხვისი ცოცხი მაინცდამაინც არ აინტერესებს

ციხეში მჯდომ ადამიანს სხვისი ცოცხი მაინცდამაინც არ აინტერესებს, – ასე პასუხობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “აიპრესის” კითხვას იმაზე, რით აიხსნება ის, რომ გლდანის ციხეში არჩევნები გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოიგო.

“ამაში არ ჩავდებდი დიდ აზრს. საერთოდ ციხეში ვინც ზის, როგორც წესი მოქმედ ხელისუფლებასთან აქვს პრობლემა. ციხე რომ ხელისუფლების წინააღმდეგ აძლევს ხმას, ამაში გასაკვირი არაფერია. ციხეში მჯდომ ადამიანს სხვისი ცოცხი მაინცდამაინც არ აინტერესებს.

ციხის შედეგების ანალიზს, მაინცდამაინც არ ჩავუღრმავდებოდი. ციხეში წაგება “ქართული ოცნების” პრობლემა არ არის, “ოცნების” პრობლემაა სისტემური მარცხი, არა “ნაციონალურ მოძრაობასთან”, არამედ საკუთარ თავთან”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, 2012 წელს არჩევნებზე გავლენა სწორედ ციხის კადრებმა იქონია, სადაც ჩანდა, რომ პატიმრებს სცემდნენ, აწამებდნენ და ცოცხებით აუპატიურებდნენ. მაშინ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებზე დამარცხდა.

სტატიის ავტორი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად