გია ხუხაშვილი: ჩვენი პოლიტიკური ელიტა მსახურობისთვის კი არა, ბატონობისთვის იბრძვის

ჩვენი პოლიტიკური ელიტა მსახურობისთვის კი არა, ბატონობისთვის იბრძვის, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრას.

“რომელი დავიქირავეთ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ დღეს ორივე იქ იყო.
თქვენს კომპანიაში ვინმე რომ დაიქირავოთ და მოლაპარაკებებზე გააგზავნოთ. იქიდან გამოსულს კითხოთ, რაზე ილაპარაკეს და გიპასუხოთ, რომ ვერ გეტყვით მესამე მხარის მოთხოვნით. როგორ მოექცეოდით ასეთ თანამშრომელს?!
დასკვნა – ჩვენი პოლიტიკური ელიტა მსახურობისთვის კი არა, ბატონობისთვის იბრძვის”, – წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი გაიმართა, თუმცა შეხვედრიდან გამოსულმა მხარეებმა დეტალებზე არ ისაუბრეს. მხოლოდ ის თქვეს, რომ არის საკითხები, რომელზეც პოზიციები დაახლოვდა, თუმცა რჩება მთავარი საკითხები, რომელზეც შეთანხმება ჯერ კიდევ მიუღწეველია.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად