გია ხუხაშვილი: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ბუნკერშია ჩასული

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ბუნკერშია ჩასული. ამის შესახებ პოლიტოლოგმა გიგა ხუხაშვილმა „tvპირველთან“ განაცხადა.

„გახარია იქნება თუ არ იქნება ამას სისტემური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მოხდეს ინსტიტუციური წესრიგის აღდგენა ქვეყანაში. ანუ ინსტიტუციური ცენტრი და ძალიც ცენტრი, გადაწყვეტილებს მიმღები ცენტრი უნდა გაერთიანდეს და ამის ერთადერთი გზა არსებობს არსებულ მოცემულობაში, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერება.
არავის აქვს იმის განცდა, რომ საქართველოში ნებისმიერი პრემიერი ამ წლების განმავლობაში ფუნქციონალურად ასრულებდა პრემიერი ფუნქციას ან ის იყო რამეზე პასუხისმგებელი. რაც იმის პრობლემა იყო, რომ ხელისუფლება ვერ იყო ეფექტური გადაწყვეტილებებში.
ბიძინა ივანიშვილმა უნდა აღადგინოს ინსტიტუციური წესრიგი, რაც მისი შანსია ამ პოლიტიკურ პროცესში. მისი პრემიერად დაბრუნება სახელმწიფოებრივად სწორი ნაბიჯია.

მან ანტიკორუფციული ღონისძიებები უნდა გაატაროს. ეს კორუფციული მეტასტაზები რაც სააკაშვილის დროს ელიტარულ ხასიათს ატარებდა და 1 პოლიტიკურ სალაროზე მუშაობდა, ახლა მოედო მთელ სხეულს. კორუფციული რისკები ლამის სოფლის დონეზე დავიდა, ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდით.
ფაქტობრივად, ყოველი მეორე ხელისუფლებაში, თუ დასაჭერი არ არის მათ მიმართ სერიოზული კითხვის ნიშნები შეიძება ისმოდეს.
კორუფცია არ არის ერთადერთი პრობლემა. ჩვენ გვაქვს მართლმსაჯულების უზარმაზარი პრობლემა, რომელის სერიოზულ სიღრმეებში წავიდა და ამის გამოსწორება დიდი ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ბუნებრივია ეს სწრაფად ვერ მოხდება.
ბიძინა ივანიშვილმა უახლოეს პერიოდში უნდა გამოძებნოს საერთო ენა ოპოზიციასთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ისეთო მოდელო უნდა მოიძებნოს, რომელიც ლეგიტიმაციას შეძლებს ოქტომბრის არჩევნებს.
აქ საშიში ის კი არ არია არაც მოხდენა წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ ის რაც მოხდება პოსტ საარჩევნო პერიოდში.
ამიტომ, უნდა მოძებნოს რაღაც კონსესუსი პირადად მან პრემიერის რანგში. მას ეს უნარები კარგად აქვს განვითარებული. რაც მთავარია გამოვიდეს ნორმალური, დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნების გარანტი. რა თქმა უნდა, თუ მას ექნება პოლიტიკური ნება.
დღეის მდგომარეობით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ბუნკერშია ჩასული. ადამიანები რომლებიც მას ინფორმაციას აწვდიან. ახლა მე და თქვენ(ჟურნალისტს) რომ ვსაუბრობთ, მიუტანენ ამბავს, რაღაც სისულელეები ილაპარაკა, თავის ინტერპრეტაციას მიაწვდიან, რომ სისულელეები ვილაპარაკე ბოღმა ნარევი და შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა თქვას, ასეთი შეცდომა რაც ხუხაშვილთან დაკავშირებით რომ დავუშვი არ დამიშვია. ასეთი სცენარიც არსებობს. მაგრამ, არსებობს სცენარი, რომ ის დაბრუნდება მიწაზე, გაანებებს თავს ღვთაების სტატუსზე შეპოტინებას, ის ხომ ღვთაებაა, „ქართული ოცნება“ ხომ არ არის პარტია, ეს არის რელიგია, სადაც არსებობს ერთი კერპი და ყველა დანარჩენი არის მრევლი. პრემიერმინისტრიდან დაწყებული და უკანასკნელი აქტივისტით დამთავრებული. ეს ხომ დიდი რუხი მასაა“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად