გია ხუხაშვილი: ამ ცოცხებს წითელი ჯვარი მაინც გადაუსვან, თორემ გამოდის რომ კი არ აპროტესტებენ, არეკლამებენ

“ამ ცოცხებს წითელი ჯვარი მაინც გადაუსვან, თორემ გამოდის რომ კი არ აპროტესტებენ , არეკლამებენ.
წარმოიდგინეთ ანტი-ნარკოტიკული მოძრაობა, რომლის სიმბოლო კანაფი და ყაყაჩოა…”

ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომლითაც ქუთაისიდან თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების ცოცხებით გაცილებას ეხმიანება.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და პარტიის მონაწილეები ქალაქიდან უკვე გაემგავრნენ.

მათ გზას მოქალაქეთა ნაწილი ცოცხებით დახვდნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ამ ფორმით სოლიდარობას ,,ნაციონალური მოძრაობის” დროს დაზარალებულებს უცხადებდნენ და თვლიან რომ სამართალი უნდა აღსრულდეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკავშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დედაქალაქში თავისუფლების მოედანზე 18 სთ-ზე გაიმართება.

კომენტარები
იტვირთება...