გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურს: კომისიის თავმჯდომარემ არ იცი, რამდენი კაბელია და ამაზე კანონს ითხოვ დაჩქარებულად?

კომპანია “მაგთიკომი”მფლობელი გია ჯოხთაბერიძე პარლამენტის დარეგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს დაუპირისპირდა.

“ჩემს განცხადებას არავითარ პარტიული მიკერძოებასთან არა აქვს საქმე. პარტიულად დამოუკიდებელი ვარ, არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ და არ ვიქნები მომავალშიც. ჩემი კრიტიკა არის მხოლოდ და მხოლოდ ამ კანონის, მარეგულირებელი კომისიისა და მათი წევრების მიმართ. 1 წელი და 4 თვეა “კავკაზუს ონლაინში” წილები შეიცვალა,  კომპანია განაგრძობს ჩვეულებრივ ფუნქციონირებას და დაიმატა კიდევ საქართველოში აბონენტები, კორონავიურსსაც გაუძლო და არაფერი არ მომხდარა დამანგრეველი საქართველოსათვის. არის თუ არა კავკაზუს ონლაინი კრიტიკული ინფრაქსტრუქტურა? რამდენი დამოუკიდებელი კაბელი შემოდის საქართველოში და საერთოდ, ეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა ეხება თუ არა “კავკაზუს ონლაინს“? – მიმართა გია ჯოხთაბერიძემ კახა ბექაურს, რაზეც კომუნკაციების კომისიის თავმჯდომარემ უპასუხაა, რომ ეხება.

გია ჯოხთაბერიძე: “რომ გაწყვიტოს მილსადენმა, რომელსაც თურქეთის მიმართულებით აშენებს გაზსადენს ეს კაბელი, საქართველოში რამე მოხდება? -არ მოხდება. აქედან გმომდინარე, კრიტიკული არ არის. კრიტიკული არის სხვები. კითხვაა, რამდენი დამოუკიდებელი ოპტიკური კაბელი შემოდის საქართველოში?”

კახა ბექაური: ბევრი. სამი, ოთხი…

გია ჯოხთაბერიძე : 14…

კახა ბექაური: თქვენ წყვილებს გულისხმობთ?

გია ჯოხთაბერიძე: მოიცა, სერიოზული კაცი მელაპარაკები, რომელსაც სადოქტორო აქვს ამაში დაცული

კახა ბექური: ჩამოთვალე რა კებელები შემოდის…

გია ჯოხთაბერიძე: კავკაზუსი რომ გამოვრიცხოთ “მაგთიკომს” აქვს – 4. ორი ერთდება სხვადასხვა ადგილზე, ლაგოდეხსა და წითელ ხიდზე აზერბაიჯანთან და ორი – სამცხე ჯავახეთში. კომისიის თავმჯდომარემ არ იცი საქართველოში  3-4  თუ 14-ია კაბელია?

კახა ბექაური: მანიპულაციას აკეთებ რაოდენობით. სომხეთიდან რაც მოდის, ყველა კაბელი არის ან საქართველდან შემობრუნებული ან თურქეთიდან და მაგას თუ შენ რაოდენობაში ზრდას ეძახი, მაშინ შენ არ გცოდნია. ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან შემოსული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი ვერ ანაცვლებს “კავკაზუსის” ოპტიკურ-ბოჭკოვანს, იმიტომ რომ ის პირდაპირ უერთდება ევროპას. დანარჩენი, ყველა სხვა ქვეყნიდან შემოდის და ეს ერთადერთი ხაზია, რომელიც ვროპასთან გვაერთებს. ერთ ქვეყანაში 7 ჯერ რომ გაიარა, იმას თუ სიმრავლეში ამატებ, მასე 25 შეიძლება გამოგივიდეს. გეუბნები, რომ ჩვენი მეზობელი სხვა ქვეყნებიდან ევროპასთან დაერთებული მარტო “კავკაზუს ონლაინია”,

გია ჯოხაბერიძე: გეუბნები, აზრზე არ ხარ, რაა… კომისიის თავმჯდომარემ არ იცი, რამდენი კაბელია და ამაზე კანონს ითხოვ დაჩქარებულად?

აღნიშნულ დებატებს გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე. მისი განცხადებით,ეს დებატები მიუთითებს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი დაჩქრებული წესით არის უკან გასაწვევი.

შეგახსენებთ,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა – შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.

შეგახსენებთ,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა – შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე დილიდან აღნიშნული კანონპროექტის განხილვა დაპირისიპირების ფონზე  მიმდინარეობს, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა დაამტკიცოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად