გია ჯოხთაბერიძე გიგა ბოკერიას: რა მადლობა?! 66 დღე ციხეში მამყოფეთ და მაკაჩავეთ, კომპანია მომეციო! (ვიდეო)

ამ წუთებში, პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ბიზნესმენებთაან ერთად დეპუტატები “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

სხდომაზე იმყოფება კომპანია “მაგთის” გენერალური დირექტორი, გია ჯოხთაბერიძე, რომელსაც საკმაოდ მწვავე დებატები ჰქონდა როგორც ოპოზიციის წარმომადგენელ გიგა ბოკერიასთან, ასევე კომუნიკაციის კომისიების დირექტორთან, კახა ბექაურთან.

გოა ჯოხთაბერიძემ გიგა ბოკერიას “ნაციონალური მოძრაობის” დროს მისი დაჭერის დეტალები შეახსენა.

„რა მადლობა, 66 დღე ციხეში მამყოფეთ და მაკაჩავეთ იქ – მომეცი კომპანიაო. ეს კანონი თქვენ რომ გქონოდათ, დაჭერა კი არ დაგჭირდებოდათ, ჰოდა, დამაწერდით პირდაპირ იმ კომპანიას“ – ასე მიმართა კომიტეტის სხდომაზე კომპანია “მაგთიკომის” მფლობელმა გია ჯოხთაბერიძემ “ევროპული საქართველოს” წევრ, დეპუტატ გიგა ბოკერიას კომიტეტის სხდომაზე.

შეგახსენებთ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა – შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად