გია ჯოხთაბერიძე ბექაურს: ჰაერში გამყოფებ, ბატონო კახა! ხვალ ვთარგმნი და გამოგიქვეყნებ დოკუმენტს სოციალურ ქსელში! (ვიდეო)

პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სხდომა საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში და არაერთი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ბიზნესის წარმომადგენლებმა, დეპუტატებთან ერთად, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.  “მაგთიკომის” მფლობელმა გია ჯოხთაბერიძემ კიდევ ერთხელ შეახსენა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს, რომ კანონპროექტი ბიზნესთან შეუთანხმებლად შეიტანა პარლამენტში, რასაც მათ შორის სიტყვიერი კამათი მოჰყვა.

გია ჯოხთაბერიძემ კომუნიკაციებს კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს უთხრა, რომ არ აპატიებდა მის ტყუილში დადანაშაულებას.

„დავანებოთ სოციალურ ქსელში თავის პიარს. ჰაერში გამყოფებ ბატონო კახა. ხვალ გიპასუხებ იმაზე რაც დღეს დადე!

ის იყო გამომათხოვრებული წერილი ქუმსიშვილისა და თქვენ მიერ „ტელია სონერასი“. და, მე კი მაქვს დოკუმენტი „ტელია სონერასი“ სადაც წერია, რატომ არ უნდა საქართველოში ყოფნა.

ხვალ ვთარგმნი და გამოგიქვეყნებთ და გამოვფენ სოციალურ ქსელში. რად გინდა ეს?!

ტყუილი დამაბრალე და დაგანახე, ამოვჭერი კადრები და დაგანახე რომ არასდროს ვიტყუები.

რატომ შემიძლე იცი, მე ასე ხმამაღლა საუბარი? უკან რა გზაც გამოვიარე – სუფთაა. ამიტომ, დაიმახსოვრე – მე შენ ხვალ გიპასუხებ. ამის შემდეგ პასუხი არ გინდა!

საქმის კეთება პაკაზუხობა კი არაა სოციალურ ქსელში. კუნთებს ათამაშებ ისეთს, რომელიც არ გაქვს. იცი რა არის? რაღაცებთან ახლოს ყოფთან არ ნიშნავს, რომ მაგის უფლება გაქვს, ყველაფრის” – ასე მიმართა გია ჯოხთაბერიძემ კახა ბექაურს.

კახა ბექაურის თქმით კომიტეტისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა და წარმოდგენილ კანონპროექტში რამდენიმე დეტალი დაზუსტდა.

„პარლამენტში ინიციატივის დარეგისტრირების შემდეგ, იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც კომიტეტთან და ოპერატორებთან მუშაობის შედეგად შეიცვალა. შეიცვალა რამდენიმე დეტალი, რომელიც საბოლოოდ შევაჯერეთ და წარმოდგენილია ახალი ვარიანტი. თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით დავიწროვდა გადაწყვეტილებების არეალი,  რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც ჩარითვება ეფექტიანი აღსრულების მექანიზმი. ცვლილებები შევიდა თავდაპირველ ვარიანტში, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების კომისიას კანონდარღვევის და კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დროებითი მმართველის დანიშვნის შესაძლებლობა ჰქონდა.

5 სპეციფიკური ვალდებულებიდან, რომელიც დაკისრებული აქვს ოპერატორს, ოპერატორებთან ერთად მნიშვნელოვნებით დავაჯგუფეთ და დარჩა მხოლოდ ორი ვალდებულება. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის თუ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები არ იქნება ეფექტიანი,  ამ შემთხვევაში 4 ჯარიმის, 4 სანქციის შემდეგ ჩაირთვება დროებითი მმართველის მექანიზმი. თუმცა, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის დროებითი მმართველის მექანიზმი ჩაირთვება დღევანდელი არსებული კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც გათვალისწინებულია ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ კანონით. იმისთვის, რომ კომპანიამ აღმოფხვრას დარღვევა და შეასრულოს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, მას ეძლევა გონივრული ვადა, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ, კომპანიას შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში, რომელიც უფლებამოსილია შეაჩეროს ან ძალაში დატოვოს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება. „ – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა – შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად