გია ჯაფარიძე: პუტინმა 2024-თვის მზადება დაიწყო, ის აპირებს, რომ სიკვდილამდე ხელისუფლებაში იყოს

პუტინმა 2024-თვის მზადება დაიწყო, ის აპირებს, რომ სიკვდილამდე ხელისუფლებაში იყოს, – ამის შესახებ ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში გია ჯაფარიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

“ფაქტია, რომ ეს ადამიანი, პუტინი კონსტიტუციას ირგებს თავის თავზე. ის აპირებს, რომ სიკვდილამდე დარჩეს ხელისუფლებაში. ის ჭკვიანი ადამიანია და ადრე დაიჭირა თადარიგი. მან უკვე 2020-ში დაიწყო მზადება იმისთვის, რაც 2024-ში მოხდება. მე მგონია, რომ რაც მან დღეს დაანონსა, იმას კიდევ დაამატებს სხვა ცვლილებებს და შეაპარებს ასევე სხვა ცვლილებებსაც. იმისთვის, რომ 2024-თვის სრულად საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. სინამდვილეში რა ეწერება კონსტიტუციაში მისთვის დიდი მნიშვნელობა არც აქვს. საბჭოთა კავშირის დროს ის იყო ფიქცია და ფიქციაა პუტინის მმართველობის დროსაც.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში, სადაც აშშ მძლავრად დაბრუნდა, პუტინი იქ საერთოდ მოთამაშე არ არის, ის რჩება ბირთვულ სახელმწიფოდ, მაგრამ გლობალურ მოთამაშედ ის ვერ რჩება. ამმას ხედავს რუსეთის მოსახლეობა და ერთგვარად მოქალაქეებისთვის გაღებული ხარკი იყო მთავრობის გადადგომა”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

დღეს, რუსეთის მთავრობა გადადგა. ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა და კონსტიტუციის 117-ე მუხლი მოიხსენია. მან დასძინა, რომ მთავრობასთან დაკავშირებით საკადრო ცვლილებებზე შემდგომ გადაწყვეტილებებს პრეზიდენტი მიიღებს.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის მუშაობით კმაყოფილია. მან ასევე დიმიტრი მედვედევს დაავალა, ახალი მთავრობის ფორმირებამდე, მინისტრთა კაბინეტმა და მან მუშაობა გააგრძელონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად