გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გია გეწაძე დაინიშნა, რომლის ძირითადი საქმიანობა კორუფციასთან ბრძოლა იქნება,-ამის შესახებ განკარგულება უკრაინის მთავრობის ვებ-გვერდზე, 4 თებერვალს განთავსდა. 

განკარგულების ტექსტის თანახმად, კორუფციასთან ბრძოლასთან ერთად, გეწაძეს სააღსრულებო და სარეგისტრაციო სამსახურების რეფორმირება დაევალება. აღნიშნულ თანამდებობას გეწაძის დანიშნვამდე, პაველ პეტრენკო იკავებდა.

2014 წლის დეკემბერში უზენაესი რადას წარმომადგენლებმა ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დაამტკიცეს. მთავრობაში რამდენიმე უცხოელი დაინიშნა, რომლებმაც უკრაინის მოქალაქეობა დაჩქარებული წესით მიიღეს. ამ დროისთვის უკრაინის მთავრობაში არიან: ალექსანდრე კვიტაშვილი – ჯანდაცვის მინისტრი, ეკა ზღულაძე – შს მინისტრის მოადგილე, ლევან ვარშალომიძე – პრეზიდენტის მრჩეველი, ილო ღლონტი – რივნას ოლქის გუბერნატორის მრჩეველი და დღეიდან, გია გეწაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

გეწაძე საქართველოში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა, 2003 წელს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, 2004 წელს პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთში, 2004-2005 წლებში შს მინისტრის მოადგილე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად