გია გაჩეჩილაძე: თუ ხალხს უნდა მარაზმში ცხოვრება და არ გამოვა, ჩავიგდებ ხმას და ენას

“თუ ხალხს უნდა ასეთ პირობებში და ასეთ მარაზმში ცხოვრება, ხალხი არ გამოვა, სხვა რა დაგვრჩენია, უნდა დავემორჩილოთ”.

ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აჭარის ტელევიზიასთან, 9 აპრილს მისი ინიციატივით დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ის “მარადისობის დღის” დაფუძნებას და ოპოზიციის წინააღმდეგ ხალხის გამოყვანას გეგმავს.

“თუ ხალხს უნდა ასეთ პირობებში და ასეთ მარაზმში ცხოვრება, ხალხი არ გამოვა, სხვა რა დაგვრჩენია, უნდა დავემორჩილოთ. თუ უმრავლესობაში იქნებიან ადამიანები, ვისაც უნდათ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, მათი გადასაწყვეტია, ყოველ შემთხვევაში, მე გავჩუმდები და არაფერი სალაპარაკო არ მექნება. ჩავიგდებ ხმას და ენას”,  განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

გია (უცნობი გაჩეჩილაძემ (უცნობი“) განაცხადა, რომ 9 აპრილს, „ევროპის მოედანზე“ დაფუძნდება „ქართველი ხალხის მარადისობის დღე“.

შეგახენებთ, მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ქართველი ხალხის მარადისობის დღის დაფუძნებას 9 აპრილს გეგმავს.გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ინიციატივა – 9 აპრილს, გვინდა დავაფუძნოთ ქართველი ხალხის მარადისობის დღე, რომელიც უნდა იქცეს ტრადიციად

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...