A1 ბანერი

გია გაჩეჩილაძე: დღეს ადგილიდან რომ ვერ ვიძვრებით, ეს ივანიშვილი-სააკაშვილის ბრძოლის გამო ხდება

“ის, რომ დღეს ვერ ვიძვრებით ადგილიდან. ზუსტად მაგათი ბრძოლის გამოა”, – ასე პასუხობს მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირებას გადაცემა “პირველებში”.

“ის, რომ დღეს ვერ ვიძვრებით ადგილიდან. ზუსტად მაგათი ბრძოლის გამოა. შეგნებულად ხდება ეს ბრძოლა თუ შეუგნებლად, ყოველ შემთხვევაში ამდენი წელი ეს ხდება. იმის შიშით სხვა პოლიტიკური ძალისთვის ადამიანს ვერ მიუცია ხმა. თუ პოლიტიკურ ველზე არაფერი არ შეიცვალა ეს აუცილებლად იმუშავებს”, – ამბობს გაჩეჩილაძე.

კითხვაზე, ალტერნატივას ვისში ხედავს? – პასუხობს, რომ კონკრეტულ გვარებზე სასაუბროდ მზად არ არის, თუმცა ბევრი ახალგაზრდა იცის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...