გია ბუკია: დღეიდან პლანაქეშებს თამამად შეუძლიათ საქართველო პლანაქეშების სამოთხედ აღიარონ

ფრაქცია "ქართული ოცნება – კონსერვატორები"-ის თავმჯდომარემ გიგა ბუკიამ ტელეკომპანია "პირველთან" მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით  საქართველო ნარკოტიკების მოხმარების ჰაბი გახადა. 

"საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებებით, საქართველო გახადა ჰაბი ნარკოტიკების მოხმარების. ჩვენ გვიყვარს ქართველბს ირველობა და სიამაყე. დღეიდან პლანაქეშებს თამამად შეუძლიათ საქართველო პლანაქეშების სამოთხედ აღიარონ. ვინაიდან მსოფლიოში ქვეყანა, სადაც იმ რაოდენობით მარიხუანა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ დეკრიმინალიზებულად გამოაცხადა, არ არსებობს. მკაფიოდ რომ ვთქვა საქართველოში დღევანდელი გადაწყვეტილებით დეკრიმინალიზებულია 70 გრამი მარიხუანა, ე.ი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოიხმაროს, თან იქონიოს, ატაროს, მოიყვანოს იმ რაოდენობით მარიხუანა, რომელიც საკმარისია 150 ადამიანის დასაბოლებლად", – განაცხადა გია ბუკიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად