გია ბუღაძე: ქურდბაცაცა ივანიშვილმა შეშა მოგვპარა, ალბათ ამბოხებულ მაჟორიტარებს მწვადებს შეუწვავს

ქურდბაცაცა ივანიშვილმა შეშა მოგვპარა, ალბათ ამბოხებულ მაჟორიტარებს მწვადებს შეუწვავს, – ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ რუსთაველზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

“ამ ქურდბაცაცა აფერისტმა შეშაც მოგვპარა, საინტერესოა რას გააკეთებს მომავალში ამ შეშით? მწვადებს შეუწვავს ალბათ უმრავლესობას, ამბოხებულ მაჟორიტარებს. აფერისტობა და გაიძვერობა ეს ის სტიქიაა, სადაც ესენი კარგად გრძნობენ თავს. ამ ტყუილში ცხოვრება ჩვენ არ შეგვიძლია, ეს ბუნების საწინააღმდეგოა. ესენი კი რუსული ცნობიერების მახინჯი არსებები არიან. ჩვენ თავი დავაღწიოთ ამ უბედურებას, არ გვინდა შეშის ქურდები. ბიძინას იცით რა პრობლემა აქვს? ერთადერთი შიშის ობიექტი ჰყავს და მას პუტინი ჰქვია”, – განაცხადა გია ბუღაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად