გია ბოკერია დასავლეთზე: ვისაც მედიაციისას ჰქონდა პოზიცია, რომ კარგი დოკუმენტი იყო, შეცდნენ

ვისაც მედიაციისას ჰქონდა პოზიცია, რომ კარგი დოკუმენტი იყო, რა თქმა უნდა შეცდნენ, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა კითხვაზე, შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით დასავლეთიც შეცდა თუ არა.

“თუ ლაპარაკია გარდატეხაზე, გარდატეხა ყოველთვის ხდება ქვეყნის შიგნით. ეს უნდა მოხდეს ძალის დემონსტრირებით არჩევნებზე. ამის შემდეგ საერთაშორისო წნეხიც ბევრად ეფექტური იქნება. საერთაშორისო პარტიორებსაც ბევრად უკეთ გააგებინებ, როდესაც გაქვს, ძალის მშვიდობიანი, ხაზს ვუსვამ, ძალის მშვიდობიანი დემონსტრირება”, – თქვა ბოკერიამ.

კითხვაზე დასავლეთიც შეცდა? – პასუხობს:

“ასეთი რამე არ არსებობს. ვისაც ეს პოზიცია ჰქონდა მედიაციისას, რომ ეს იყო კარგი დოკუმენტი [შარლ მიშელის შეთანხმება], რა თქმა უნდა შეცდნენ. ეს უდავოა. ვისაც მე ვიცნობ, არავინ ფიქრობს, რომ რაიმე ნიშანი გვაქვს კრიზისიდან გამოსვლის დაწყების. ვინც ამბობს, რომ პოლიტპატიმრები გამოუშვეს ციხიდანო, ის წყალს ასხამს პოლიტიკურ ვაჭრობაზე. დიახ, ზოგიერთმა პატივსაცემმა დიპლომატმა შეცდომა დაუშვა, როდესაც შეთანხმებას უწოდა ისტორიული შეთანხმება. იმიტომ, რომ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები
იტვირთება...