გია ბარამიძე: СНГ- ში გაწევრიანებას მხარი დავუჭირე, ამან დაგვაახლოვა დასავლეთთან

“ესენგეში” გაწევრიანებას მხარი დავუჭირე 1993 წელს, როცა მთელი საქართველო დანაწევრებული იყო, ვიცით რა უბედურება გვჭირდა და ისე იყო წაკიდებული ერთმანეთს ორად გაყოფილი ქართული საზოგადოება, რომ ერთად ვერ მოვახერხეთ აფხაზეთში ბრძოლა.” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის: წევრმა, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ “დღის კურიერთან” განაცხადა.

“მაშინ, საქართველოს დაქუცმაცების და დანაწევრების გეგმაც იყო გამოცხადებული. მე ვიყავი “მწვანეთა პარტიაში”, ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობით, რომელიც თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან. შევარდნაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს სჭირდებოდა დროის მოგება, რომ ამოისუნთქოს და ფეხზე დადგესო.

ამ კომპრომისმა გაამართლა, რადგან მას შემდეგ მიიღო საქართველომ კონსტიტუცია, დაიწყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობა, შევედით ევროსაბჭოში, ჩამოყალიბდა მრავალი პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია და თავისუფალი მედია.

იმ პერიოდში, პირველად დაიწყო შევარდნაძემ საუბარი ნატოში გაწევრიანებაზე და დაახლოვდა დასავლეთთან.

ამ გადაწყვეტილებით ნამდვილად არ ვამაყობ, მაგრამ ამან დაგვაახლოვა დასავლეთთან. ეს იყო არამხოლოდ ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული გადაწყვეტილება,”- განაცხდა “დღის კურიერთან” საუბრისას გია ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...