გია ბარამიძე სააკაშვილის მოწოდებაზე: ვადამდელი არჩევნების მიბმა „ქოცების“ 43%-იან რეზულტატზე, სრულიად გაუგებარი და ალოგიკურია

“დღეს მიშამ ენმ-ს მოგვიწოდა თუ ქოცები ნიკა მელიას (ნამდვილად გმირულად მებრძოლ თავმჯდომარეს) ყოველგვარი პირობების გარეშე გამოუშვებენ, ასეთ შემთხვევაში, განვიხილოთ შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერა. მინდა ვთქვა, რომ ისეთ პირობებში, როცა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის (რაც თავისთავად უმნიშვნელოვანესი ამბავია) მიბმა ქოცების 43 პროცენტიან რეზულტატზე, სრულიად გაუგებარი და ალოგიკურია.

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წვერი გია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს

“ყველამ იცის ჩემი და მიშას ძმაკაცობაც და ჩემი მისდამი, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის მიმართ უღრმესი პატივისცემა და პირადად მის მიმართ და ჩვენი ერთად გაკეთებული საქმისადმი ერთგულების შესახებ.
ეს უცვლელი იყო და დარჩება.

მიშას იმიტომაც (სხვა უამრავი კარგი თვისებისა და დამსახურების გარდა) ვცემ პატივს, რომ (მიუხედავად დამკვიდრებული აზრისა, რომ ის ერთპიროვნული მმართველია და სხვის აზრს არ ისმენს) იგი ყოველთვის არა მარტო ისმენდა, არამედ პატივისცემით ეპყრობოდა და ითვალისწინებდა თანამებრძოლების აზრს.

არასდროს მქონია პრობლემა მას რაშიც არ ვეთანხმებოდი, ეს მეთქვა და ეს არა მარტო პირისპირ საუბარში, არამედ საჯაროდაც (მაგალითად როცა გირგვლიანის მკვლელები გამოვიდნენ ამინისტიით ეს ნაბიჯი საჯაროდ გავაკრიტიკე, როგორც მიშას მთავრობის ვიცე პრემიერ მინისტრმა) მომხდარა.

დღეს მიშამ ენმ-ს მოგვიწოდა თუ ქოცები ნიკა მელიას (ნამდვილად გმირულად მებრძოლ თავმჯდომარეს) ყოველგვარი პირობების გარეშე გამოუშვებენ, ასეთ შემთხვევაში, განვიხილოთ შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერა.
მინდა ვთქვა, რომ ისეთ პირობებში როცა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის (რაც თავისთავად უმნიშვნელოვანესი ამბავია) მიბმა ქოცების 43 პროცენტიან რეზულტატზე, სრულიად გაუგებარი და ალოგიკურია.

თამარ ჟვანიას და არსებული (ქოცებით გაძეძგილი) ცენტრალური და ადგილობრივი საარჩევნო კომისიების პირობებში არჩევნების რეზულტატების პატიოსნად დათვლის იმედი როგორ უნდა გვქონდეს?
20 ივნისის დროს გავრილოვების ბანდის მაღალჩინოსნების მიერ, ჩადენილი დანაშაულის ამინისტიის მხარდაჭერა, მკრეხელობად მიმაჩნია.

ამ და კიდევ სხვა მიზეზების გამო, მინდა საჯაროდ ვთქვა, რომ როცა (ჩვენი საამაყო თავმჯდომარე) ნიკა მელია გამოვა და ენმ პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება, წინასწარ საჯაროდ ვამბობ, ჩემი პოზიცია იქნება, რომ ამ საკითხების მოუგვარებლობის გამო, ბოლომდე პრინციპული პოზიცია უნდა დავიჭიროთ (გინდაც მთელი საქოცეთი, სხვა პარტიები და მეგობრების უდიდესი ნაწილი სხვა რამეს გვეუბნებოდნენ) და ბოლომდე გავატაროთ ის პოლიტიკური ხაზი, რომელიც აქამდე გვეჭირა, გავაგრძელოთ მშვიდობიანი არაძალადობრივი ბრძოლა პუტინისტური, მოღალატური და კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ და სრულიად დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს ამ თანმიმდევრულ, პრინციპულ და მყარ პოზიციას შესაბამისად დააფასებს და ჩვენ დაგვიჭერს მხარს, (მათ შორის თუ მოგვიანებით ადგილობრივ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას) და საბოლოოდ აუცილებლად გავიმარჯვებთ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...