გია ბარამიძე: “ქართული ოცნება'” კრემლის პროექტია, საქართველოს რუსი ოლიგარქი მართავს

“საქართველოს მართავს რუსი ოლიგარქი. ისინ სულელები არ არიან”,-ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ კავკასიის ეთერში, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობა” პირველივე დღიდან ვამბობდითთ რომ ეს ხელისუფლება არის კრემლის პროექტი, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში და ჩაიგდო სახელისუფლებო ბერკეტები. სპეცოპერაციით, პიარ სპცოპერაციით ეს იყო ნაზავი…

ნატოს ყველა იმ მუხლში რაც წლიურ ნაციონალურ პროგრამაშია გათალისწინებული. ყველგან რეგრესი გვაქვს. ჩვენი გასაკეთებელი საქმე ფუჭდება და ფუჭდება. ივანიშვილი აკეთებს იმ გეგმას და საქმეს, რასაც ივან ივანოვი გააკეთბდა რომ ყოფილიყო საქართველოში და არა ბიძინა ივანიშვილი. ზუსტად ამას გააკეთებდა. ამაზე მკვეთრ პრორუსულ და საქართველოს დამქცევ ნაბიჯებს ის ვერ გადადგამდა. ყველა მიმართულებით კრიმინალის ზრდა, დამთავრებული სიღარიბის და გაჭირვების ზრდით”,-განაცხადა ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად