გია ბარამიძე: პოლიტიკური “ნოეს კიდობანი” გვაქვს

“პოლიტიკური ნოეს კიდობანი გვაქვს” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

“პოლიტიკური ნოეს კიდობანი გვაქვს და მოვა ის ნიაღვარი, რომელიც წალეკავს ბიძინა ივანიშვილს და თავის მმართველობას” – განაცხადა “ნაცმოძრაობის” ლიდერმა გია ბარამიძემ ოპოზიციურ ერთობაზე.

ოპოზიციას გაერთიანება მოუწონა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. “მე ვარ აღფღთოვანებული ამ ოპოზიციის ერთობით და მეც ვარ რიგითი ჯარისკაცი”- განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე, შეკრებილები არიან ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ისინი აპროტესტებენ დღეს პარლამენტის მიერ ჩაგდებულ კანონპროექტს.

ქართული ოცნების 35 დეპუტატმა ხმა არ მისცა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს, რომლის ინიციატორის თვითონვე იყო. პროექტის ინიციატორი მმართველი გუნდის 93 დეპუტატი იყო, მათგან 35-მა კი პოზიცია შეიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად