გია ბარამიძე: პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე ვგრძნობთ და არა ირაკლი ოქრუაშვილის წინაშე

რატომ არ დაუჭირა “ნაციონალურმა მოძრაობამ” საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატს ირაკლი ოქრუაშვილს მხარი? – ამ საკითხზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე “აიპრესთან” ინტერვიუში საუბრობს, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

_ რატომ არ დაუჭირეთ ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურას მხარი?

_ პარტიის შიგნით სხვადასხვა მოსაზრებები იყო და ჩვენ რომ არ მივსულიყავით ამ დისკუსიების დროს იქამდე, რომ ჩვენი კანდიდატურა დაგვეყენებინა საბურთალოზე, ისე როგორც ეს გიორგი ვაშაძემ გააკეთა და ეს მართლაც დარღვევა გამოგვივიდოდა და დავარღვევდით საერთო შეთანხმებას, ეს არ გავაკეთეთ. თუმცა, არც რომელიმე კანდიდატურას არ დავუჭირეთ საბურთალოზე მხარი.

_ იქიდან გამომდინარე, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ოქრუაშვილმა გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი, არ გრძნობთ გარკვეულ პასუხისმგებლობას მის მიმართ?

_ პასუხისმგებლობას ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი ხალხის და ამომრჩევლის წინაშე და არა ირაკლი ოქრუაშვილის წინაშე.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად