გია ბარამიძე: ნიკა, ჯალათების შესაწყალებელი ამნისტიით არ გამოვა!

“ნიკაც და ჩვენ ყველანი, გავაგრძელებთ ბრძოლას ამ პუტინის მონების რეჟიმთან, რომელიც რამდენიც არ უნდა იმაიმუნონ და ივირეშმაკონ, მაინც დასრულდებიან”.

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია ბარამიძე სოციალურ ქსელში Facebook წერს:

“ბევრი საუბრებია ნიკა მელიას გამოშვება არგამოშვებაზე.

ევორპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ივანიშვილის მიერ, ხელისუფლების უზურპაციის გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად ჩამოვიდა.

ამ კრიზისის მოგვარებისკენ სავალ გზაზე ერთ ერთი უმთავრესი (ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან ერთად) პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი იყო.

გიორგი რურუა გამოუშვეს, მაგრამ ნიკას გამოშვებას არც ჩქარობენ და არც უნდათ, რადგან იციან, ნიკა თუ თბილისის მერობაზე კენჭს იყრის, იგი, როგორც 2020-ის არჩევნებში, გლდანში მოხდა, ქოცების კანდიდატს (კალაძეს) დაამარცხებს.
ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც ქოცები ათას აბსურდულ ნორმებს და მუხლებს დებენ, ეგრეთწოდებულ ამნისტიის კანონში, რომელიც რეალურად (კარგად იციან რა ნიკას ურყევი პოზიცია) “მელიას ციხეში დატოვების კანონპროექტედ” იქცა. კარგად ვიცით, არც კალაძე თაკილობს, რეზულტატის მისაღწევად, ოპონენტის ციხეში (როგორც ეს ფეხბურთის ფედერაციისპრეზიდენტის არჩევნებისას გააკეთა) ჩასმას. ნიკა მას ყველა ვარიანტში (ციხეშიც რომ იჯდეს) დაამარცხებს.
ნიკა, ჯალათების შესაწყალებელი ამნისტიით არ გამოვა!
ნიკა, მხოლოდ გამარჯვებული გამოვა!

ახლა ჯერი ქოცებზეა, შეასრულებენ თუ არა იმ პირობას, რაც მათ საჯაროდ ევროკავშირსა და აშშ-ს მისცეს.
არ შესარულებენ და იმ შეთანხმების ფასი კაპიკია (ისეც ცუდი დოკუმენტია) და რამე კრიზისის მოგვარებაზე საუბარიც კი აბსურდი.
ნიკაც და ჩვენ ყველანი, გავაგრძელებთ ბრძოლას ამ პუტინის მონების რეჟიმთან, რომელიც რამდენიც არ უნდა იმაიმუნონ და ივირეშმაკონ, მაინც დასრულდებიან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...