გია ბარამიძე: ნიკა, ჩვენ ვამაყობთ, შენ ხარ ნამდვილი ლიდერი, ვაჟკაცი, პატრიოტი, რომელიც მაგალითს აძლევ სხვა პოლიტიკოსებს

“ნიკა, ჩვენ ვამაყობთ შენით, შენ ხარ არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული თავმჯდომარე და ლიდერი, არამედ დაიმსახურე სხვა ოპოზიციური პარტიების უდიდესი პატივისცემა”.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

„მინდა, ნიკას მივესალმო, ვუთხრა, რომ, ნიკა, ჩვენ ვამაყობთ შენით, შენ ხარ ნამდვილი ლიდერი, ვაჟკაცი, პატრიოტი ადამიანი, რომელიც მაგალითს აძლევ სხვა პოლიტიკოსებს, თითოეულ ჩვენგანს, შენ ხარ არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული თავმჯდომარე და ლიდერი, არამედ შენ დაიმსახურე უდიდესი პატივისცემა სხვა ოპოზიციური პარტიების და ხარ ნამდვილი ლიდერი საქართველოს ამ გავრილოვებისგან გათავისუფლების მოძრაობისა და ბრძოლისა“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ. ისინი სლოგანით – „თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ.

აქციის მონაწილეები სიტყვით გამოდიან და ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...